✅ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. სახმელეთო საზღვრის კვეთა, ამ ეტაპისთვის, შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მათზე დამატებით 38 ქვეყნის მოქალაქეებისა და ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებისათვის. მათ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი; ან, წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის  დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით.

PCR რეჟიმით შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოა ელექტრონული აპლიკაციის შევსება, რომელიც განთავსებულია stopcov.ge-ზე https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/

✅ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
 
✅ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

✅ 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ მოქმედებს
 
✅ ამასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება; საზოგადოებრივი კვების ობიექტები იმუშავებენ 00:00 საათამდე და 00:00-დან 05:00 საათამდე იმუშავებს გატანის სერვისი, აგრეთვე, სასტუმროებს სტუმრებისთვის შეეძლებათ 00:00 საათამდე ამუშაონ რესტორნები.

✅ კვლავ ძალაშია შეზღუდვა ფართომასშტაბიანი გასართობი და ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი, სხვადასხვა სახის იუბილე და სხვ.

✅ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, 19 ივლისიდან, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვები იქნება მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე; 

ასევე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად;

18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

✅ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება.