საზღვრის კვეთის რეგულაციები
საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესი
საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (✈საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:
✅ ვაქცინირებული მოქალაქე:
უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი
✅ არავაქცინირებული მოქალაქე:
- უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი (ამ შემთხვევაში ის, სურვილისამებრ, გადაინაცვლებს 5-დღიან თვითიზოლაციაში);
- ან PCR ტესტის არქონის შემთხვევაში უნდა გაიაროს 5-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია;
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლის წესი
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (✈საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:
✅ ვაქცინირებული მოქალაქე:
უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი.
✅ არავაქცინირებული მოქალაქე:
უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი.
* PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
* უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან.
პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლისა და იზოლაციის/კარანტინის გავლის წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის შემდეგი სამართლებრივი აქტი:
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“;
ზემოთ განთავსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტი.