✅ 2 მაისიდან პირბადის გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გაუქმდა პირბადის ტარების ვალდებულება სკოლებში.

✅ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, მოხსნილია მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება. ასევე, გაუქმებულია თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე.

✅ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); მოხსნილია ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი.

✅ გაუქმებულია მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ ძალაში რჩება და ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტები საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

 

პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარებისა, გაუქმებულია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად მიიღებს.