შინაგან საქმეთა სამინისტრო

► ერთიანი მომსახურების ცენტრი

ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

➡ საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული სერვისები:

🔶 ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება

🔶 ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება

🔶 ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

🔶 ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

🔶 ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

🔶 ჯარიმის გადახდის სტატუსის შეცვლა

🔶 ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა)

🔶 ცნობების მიღება

🔶 მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება

➡ საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული სერვისები:

🔶 არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება

🔶 გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება

🔶 სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება

🔶 გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება

🔶 სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება

🔶 სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება

🔶 სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება

🔶 რეაგირების ოქმის მიღება

🔶 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება

🔶 ვიდეო ჩანაწერის მიღება

🔶 საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 

► ჯარიმების შემოწმება და გადახდა მოქალაქეს შეუძლია ონლაინ განახორციელოს საიტზე police.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: 

2414242

Police.ge

Patrolinfo@mia.gov.ge

► მომსახურების სააგენტო

🔶 მომსახურების სააგენტო ელექტრონული სახით იღებს განაცხადს ნასამართლობის და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად. ელექტრონული განაცხადის საშუალებით არის შესაძლებელი მართვის მოწმობის შეცვლის ან აღდგენის მოთხოვნა (სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თუ მართვის მოწმობა გაცემულია 2012 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და კატეგორიები არის აქტიური). დამზადებული დოკუმენტი გაიცემა მითითებულ ფილიალში, ელექტრონული წესით ცნობის გაცემა ან მისამართზე გაგზავნა არ ხდება.

განაცხადის შევსება შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ვებგვერდის მისამართია: www.sa.gov.ge  

🔶 ასევე ელექტრონულად არის შესაძლებელი მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნა. 

🔶 მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერია 1272, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დაკავშირება ხდება ნომერზე: 032 2 41 91 91.

► დაცვის პოლიცია

🔶 დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ნებისმიერ მომსახურებაზე (დაცვა ტექნიკური საშუალებებით, დაცვა ცოცხალი ძალით, დაცვა გაცილება, ინკასაცია, ესკორტი, პირადი დაცვით მომსახურება, gps მომსახურება) ახალი განაცხადის დაფიქსირება მოქალაქეებს შეუძლიათ დისტანციურად ცხელი ხაზისა და ვებ-გვერდის საშუალებით. (რაც შეეხება, ხელშეკრულებას, ურთიერთშეთანხმებას, მომსახურების შეწყვეტას აღნიშნული მიმართულებებით თუ მოქალაქე ან იურიდიული პირი არ სარგებლობს ელექტრონული ხელმოწერით, დოკუმენტი საჭიროებს სველ ხელმოწერას). www.125.ge ცხელი ხაზი: 125

► 112  - Camera.mia.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დისტანციურად შესამოწმებლად, ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის მისაღებად, აუცილებელია ელფოსტაზე: infocamera@mia.gov.ge -ზე გამოგვიგზავნოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

🔶 ობიექტის მთავარ შესასვლელზე განთავსებული ვიდეოკამერების ფოტა მასალა 

(სულ ექვსი ფოტო - დღის სამი ფოტო, ღამის სამი ფოტო);

🔶 გარე ვიდეოკამერების დღის და ღამის რეჟიმში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი (მინიმუმ ერთი წუთი, მაქსიმუმ სამი წუთი);

🔶 ვინჩესტერის მოცულობის ფოტო მასალა.

🔶 თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია განხილულ იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ და დადებითი შედეგის შემთხვევაში დისტაციურად გაიცემა აქტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 032 2 41 18 22; 032 2 41 15 84.

► საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა განხილვა მოხდება დისტანციური საშუალებებით ან კანონმდებლობის შესაბამისად განხილვის ვადები გახანგრძლივდება. პროექტებთან და მიწერილობებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა შესაძლებელია სატელეფონო (ცხელი ხაზი: 2 414 112) ან/და ელექტორნული ფოსტის (infozedamkhedveloba@es.gov.ge) საშუალებით.