საგარეო საქმეთა სამინისტრო
🔶 მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში ცხელი ხაზის ნომრები გაიხსნა: https://mfa.gov.ge/News/saqartvelos-diplomatiuri-misiebis-ckheli-khazis-no.aspx?CatID=5
🔶 საელჩოებისსოციალური მედიის არხების მისამართები მოცემულია აღნიშნულ ბმულზე: https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Social-Media.aspx
► საკონსულოს დისტანციური სერვისები:
საკონსულო მომსახურებები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შექმნილი ვებგვერდის - geoconsul.gov.ge - მეშვეობით, სადაც თქვენ შეგიძლიათ:
🔶 გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ;
🔶 დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად;
🔶 მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ;
🔶 ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი;
🔶 დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით;
🔶 საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ;
🔶 მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.
➡ გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს.