იხილეთ ყველა სიახლე

20.10.2020

დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

20.10.2020

ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

20.10.2020

ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში. თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

20.10.2020

როდესაც ტრანსპორტზე, ან პირბადეებზე ვსაუბრობთ, ამგვარი შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭიროებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა

20.10.2020

ჩვენ რესტორნები თბილისში 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

20.10.2020

საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, გადასატან ყუთს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაყვებიან. 

20.10.2020

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში 112-ის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამიზნობრივი და განმეორებითი ზარების გამო, მუშაობის პროცესი ფერხდება.

20.10.2020