შუახევის კომპლექსური ექსპედიცია 2016 | ქორეოგრაფია
20 მაისი 2020 - 20:00 საათი
გთავაზობთ აჭარაში, შუახევში კომპლექსური ექსპედიციის ჩანაწერს ქორეოგრაფიის მიმართულებით
____________________________
➤ კომპლექსური ექსპედიცია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა
➤ ვიდეოჩანაწერში იხილავთ შუახევის სხვადასხვა ხეობაში გადაღებულ ხორუმებსა და განდაგანებს
➤ ფოლკლორის ოთხი სხვადასხვა დარგის (მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) მომცველი მსგავსი პროექტი აჭარაში მანამდე არ განხორციელებულა
➤ფიქსირებული მასალა სრული სახით ინახება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის არქივებში
კომპლექსური ექსპედიციის პროექტი სამიეტაპისაგან შედგებოდა:
I ეტაპი - ხალხური მუსიკისა და ქორეოგრაფიის სპეციალისტების (ხელმძღვანელი ნატალია ზუმბაძე) ექსპედიცია
II ეტაპი - შუახევს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალეჰო და ფოტოხელოვანი კარმენ ბალვე ესტუმრნენ
III ეტაპი - ზეპირსიტყვიერების და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტთა ექსპედიცია (ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე)
📖 მოძიებული მასალების საფუძველზე, 2018 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა წიგნი - ექსპედიციები აჭარაში | შუახევი - 2016
📖 მასში თავმოყრილია ფოლკლორის სხვადასხვა დარგში - მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მოძიებულ-ჩაწერილი მასალა და მისი შესწავლის შედეგები
____________________________
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან პროექტში მონაწილეობდნენ:
🔸 მეცნიერი მუშაკი, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნატალია ზუმბაძე (ექსპედიციის ხელმძღვანელი)
🔸 არქივის კოორდინატორი, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თეონა რუხაძე
🔸 ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი უჩა დვალიშვილი
აჭარის მხრიდან ექსპედიციაში ჩართულები იყვნენ:
🔸 შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგიის მაგისტრი ლოლიტა სურმანიძე
🔸 დოკუმენტალისტი გივი ნახუცრიშვილი.
🔸 შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ბერიძე
🔸 არქივის სპეციალისტი რევაზ ფევაძე
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event