რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან?

 

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:

 ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

 ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

 ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

🔹 ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?

არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

🔹 დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?

არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

🔹 დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?

არა.  ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.


🔹 ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?

დიახ.

🔹 ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?

დიახ.