ონლაინ ლექცია საქართველოს ისტორია უორდროპების თვალით

15 მაისი 2020 - 12:00 საათი

15 მაისს, 12 საათზე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის ფარგლებში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, ფილოსოფიის დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნიკოლოზ ალექსიძე ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის ჩაატარებს დისტანციურ ლექციას „საქართველოს ისტორია ოლივერ და მარჯორი უორდროპების თვალით“.
ლექცია ჩატარდება ონლაინ პლატფორმის - Zoom-ის საშუალებით. შეხვედრაზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს
https://us02web.zoom.us/j/6457632809?pwd=aW00Q0k1R3d5dE5ZK3dGWFhFNEJ4dz09&status=success

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event