კონსულტაციები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კორონავირუსის დროს

15 მაისი 2020 - 15:30 საათი

❓ გაქვთ კითხვა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე?

❓ გაინტერესებთ როგორ და რა გზებით დაიცვათ საკუთარი და სხვისი უფლებები?

❓ მაშინ დაგვისვით კითხვა ანონიმურად და ჩვენ გიპასუხებთ:

✅ პარასკევს 15 მაისს, 15:30 საათზე ევროპის საბჭოს ფეისბუქ გვერდის პირდაპირ ეთერში > https://bit.ly/2V3JS36

❓როგორ გადმოაგზავნოთ კითხვა?

✅ კითხვის დასმა შეგიძლიათ სპეციალური ფორმის მეშვეობით, რომელიც თქვენს ანონიმურობას უზრუნველყოფს.

შეავსეთ აქ ➡ https://bit.ly/2LnR8lL

❓რას მოიცავს ონლაინ კონსულტაციები?

🤝 კონსულტაციები ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას #COVID19 -ის პანდემიის პირობებში დასვას ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული კითხვა და ექსპერტებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან მიიღოს პასუხი ონლაინ.

➡ თუ თქვენი შემთხვევა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს, გთხოვთ, დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე 112

➡ სესიებს მოდერირებას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.

➡ ონლაინ კონსულტაციები „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში" და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event

 ადამიანის უფლებათა საბჭო