ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეების დახმარების სტატისტიკა

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გასულ თვეებში მოქალაქეებისთვის გაცემული სხვადასხვა სახის დახმარების სტატისტიკა

✅ დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში, გაიცა 1200-ლარიანი კომპენსაცია (200 ლარი-6 თვე). დეკემბრის მდგომარეობით კომპენსაცია 162 220-მა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 129 324 100 ლარს შეადგენს;

✅ თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის გაიცა კომპენსაციები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაცია მიიღო 248 817-მა პირმა; ჯამში გადარიცხული თანხა შეადგენს 74 645 000 ლარს;

✅ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება მიიღო 915 411-მა ბავშვმა ჯამური თანხა - 183 082 200 ლარი;

მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარს შეადგენდა;

✅ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან - 100 ათასის ჩათვლითაა, გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (საშუალოდ 100 ლარი-6 თვე). ოჯახის ჯამური რაოდენობა - 79 158; გადარიცხული თანხა - 50 451 335 ლარი;

✅ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე).ოჯახის ჯამური რაოდენობა - 25 159; გადარიცხული თანხა - 14 285 600 ლარი;

✅ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჯამში გადაერიცხათ 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე), ჯამში- 26 039 600 ლარი.

 

🔵 ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში მოქალაქეების მხარდაჭერისთვის ახალი დახმარებები ამოქმედდა:

 

✅ კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის განმავლობაში

► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 1.1 მილიონი ოჯახი;

► ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;

✅ 1200-ლარიანი დახმარება, მათთვის ვინც დაკარგა სამსახური.

► თვეში 200 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);

► ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა - 125 ათასი პირი;

► ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი;

✅ 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც დეკემბერ-იანვარში შეეხებათ გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვები.

► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 000-მდე პირი;

► ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი;

✅ 600-ლარიანი დახმარება 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

► 100 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);

► ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა - 43 ათასი პირი;

► ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი;

✅ 600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი.

► 100 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);

► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 24 ათასი ოჯახი;

► ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი;

✅600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან - 100 ათასის ჩათვლითაა.

► 6 თვის განმავლობაში - საშუალოდ 100 ლარი (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) (იანვრი-ივნისი);

► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 72 ათასი ოჯახი (220 ათასამდე პირი);

► ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი.

წყარო: gov.ge