ხშირად დასმული კითხვები:

ხშირად დასმული კითხვები:

საჭიროების შემთხვევაში, კი.

თუ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, უნდა ისარგებლოთ სატელეფონო კონსულტაციით, ოჯახის ექიმის კონსულტაცია არის უფასო და დარეკვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სამედიცინო დაწესებულებასთან გადაგამისამართებთ 112.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, გადაეცემა წვეთოვანი გზით.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, რამაც მსოფლიოში გამოიწვია დეფიციტისა და ფასის პრობლემა. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.

სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი) ტარდება, თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ვალდებულია იყოს იზოლაციაში. იზოლაციის წესი თანაბრად ვრცელდება საზღვარზე შემოსულ ყველა პირზე, განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თავდაპირველ კარანტინს და შემდეგ შესაძლო თვითიზოლაციას.

ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ვალდებულია იყოს იზოლაციაში. იზოლაციის წესი თანაბრად ვრცელდება საზღვარზე შემოსულ ყველა პირზე, განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თავდაპირველ კარანტინს და შემდეგ შესაძლო თვითიზოლაციას. მოქალაქე  იქნება კარანტინში, თუ თვითიზოლაციაში - გადაწყდება მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგი შეამოწმებს  მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, პირი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ იგზავნება სახლში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის და შსს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ,თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში გადაყვანა მოხდება იძულებით კარანტინში. თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით არ  შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს,დარჩება საკარანტინო სივრცეში.

რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Danarti_N11_korona.pdf

თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.

ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.

ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 115
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 22
  • კარანტინის რეჟიმში - 5783
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301

მონაცემები განახლდება ყოველდღიურად

ჩარიცხულია
20 032 195

იხილეთ ყველა სიახლე თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნა